ახალი ამბები
სოფელ ბერბუკთან მგზავრები მეხის ჩამოვარდნას შეესწრნენ

თბილისიდან გორისკენ მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრები მეხის დაცემას სოფელ ბერბუკთან შეესწრნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა.

მისი თქმით, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს, განმუხტვა მათთან ახლოს მოხდა.

,,ძალიან შეგვეშინდა მგზავრებს. ჭექის ხმა და გაელვება ერთდროულად მოხდა. განათდა ჩვენთან ახლოს ყველაფერი. მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით" - გვწერს მგზავრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრ ,,112-ზე" რაიმე დაზიანების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები