ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირა
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

თითქმის ორსაათიანი განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე ხმების უმრავლესობა მმართველი გუნდის სასარგებლოდ გადაიხარა.

ცხრა დეპუტატი ოთხის წინააღმდეგ - ასეთი დადგა შედეგი.

კენჭისყრა ღია იყო.

მხარი დაუჭირეს: დავით წეწვაძემ, ვანო ჩხიკვაძემ, მერაბ მაისურაძემ, ზურაბ როსებაშვილმა, დავით რაზმაძემ, ლია ჩლაჩიძემ, ზაზა ზაზაშვილმა, ილია მეტრეველმა და ამბოკაძემ.

წინააღმდეგი: პაპუნა კობერიძე, თამარ თედლიაშვილი, მინდია გოდერძიშვილი და ზაზა მეზვრიშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები