ახალი ამბები
არამდგრადი ამინდები 21 მაისამდე გაგრძელდება
15 - 21 მაისს საქართველოში ნარჩუნდება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ,,ნეტგაზეთთან" საუბარში აცხადებს, რომ წვიმიანი ამინდი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ტემპერატურული კონტრასტის შედეგია. 

დღეს, შუადღეს, გორში სეტყვა მოვიდა. სეტყვას თან ძლიერი ნალექი წვიმის სახით ახლდა.

რაიმე ზარალის შესახებ მუნიციპალიტეტების სამსახურები ზუსტ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები