ახალი ამბები
სოფელ ახალხიზაში ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიზაში ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბიბლიოთეკა ახალხიზის კლუბის შენობაში გაიხსნა, სადაც სხვადასხვა ჟანრის წიგნები უკვე მიიტანეს.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

ბიბლიოთეკის გახსნა ადგილობრივ მოსახლეობასა და ბავშვებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მიულოცეს.

მათთვის საქველმოქმედო ფონდის მსახიობებმა ილია ჭვაჭავაძის შემოქმედება წარმოადგინეს, მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გაიმართა საჯარო ლექცია. 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალხიზის ბიბლიოთეკას ილია ჭავჭავაძის სახელი დაერქვა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები