ახალი ამბები
,,ჩვენ ვირჩევთ პროგრესს" კომბინატში - კონცერტი ევროპის კვირეულის ფარგლებში
აქცია-კონცერტი, რომელმაც ,,ევროპის კვირეულის" ფარგლებში გორში გამართული სხვადასხვა ღონისძიებები დაასრულა, ამჯერად, კომბინატის კულტურის სახლთან გაიმართა.

უამინდრობის გამო ის რამდენჯერმე გადაიდო.

ევროპის კვირეული გორში 8 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებით დაიწყო.

კამპანიის მიზანი დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და გორში ადამიანთა იმ ერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, რომელიც საკუთარ ადგილს ყოველთვის ჰუმანური ფასეულბების მხარეს მონახავს.

,,მიგვაჩნია რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დემოკრატიულ ინტერესებს დააზიანებს. ჩვენი კამპანიით ვამბობთ, რომ პრორუსული იდეებისა და ძალებისთვის ადგილი გორშიც არ არის." - აღნიშნულია საინიცატივო ჯგუფის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები