ახალი ამბები
ქალაქის ცენტრში ჯიხურის მინები დაამტვრიეს
ქალაქ გორის ცენტრში, გვიან ღამით, სიგარეტის ჯიხურის ფანჯრები დაამტვრიეს.

თავდაპირელი ვერსიით, ქონება გამვლელებმა, სავარაუდოდ, რესტორნიდან მიმავალმა მოქალაქეებმა დაამტვრიეს.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები.

ჯიხურის მფლობლებმა მათ განუცხადა, რომ წაღებული არაფერია.

გამოძიება ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები