ახალი ამბები
გორის გასასვლელში ავტობანთან ავარია მოხდა (PHOTO)
დღეს, თბილისი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე, ქალაქ გორთან, ავარია მოხდა.

ერთმანეთს მერსედესისა და ნივის მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც გორიდან გამავალი გზა ავტობანს უერთდება.

დაზიანებული მანქანები ევაკუატორით კერძო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით.





Print

სტატიის გამოყენების პირობები