ახალი ამბები
სოფელ შინდისში ახალგაზრდა ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაცია გახდა.

1980 წელს დაბადებულ ნ.ბ-ს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი ,,ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას" გულისხმობს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, სოფელში ცენტრალური მაგისტრალიდან, მხოლოდ, რამდენიმე ოჯახს აქვს შეყვანილი გაზი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები