ახალი ამბები
ცხინვალის თეატრის ,,კვაჭი" კასპელებს ესტუმრა
ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრის დასი გასტროლებზე კასპში ჩავიდა.

კულტურის ცენტრში შეკრებილ მაყურებლის წინაშე სპექტაკლი ,,კვაჭი" წარადგინა.

მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების ,,კვაჭი კვაჭანტირაძის" მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერა ცხინვალის თეატრმა, პირველად, 2016 წლის შემოდგომაზე უჩვენა.

ამ სპექტაკლისთვის მსახიობმა ცოტნე ხუბუტიამ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. რეჟისორია გოჩა კაპანაძე.

რომანი 1924 წელს დაიწერა.

,,კვაჭი იშვიათ მოსაზრებულობასა და გამომგონებლურ ნიჭს ამჟღავნებს, როდესაც საქმე ეხება ძარცვას, წაგლეჯას, მითვისებას, კარიერის გაკეთებას. მკითხველის თვალწინ გაირბენს კვაჭის ცხოვრება, დაბადებიდან უკანასკნელ დღეებამდე და მკითხველი მოწმე ხდება იმის, რომ კვაჭის ბუნება არ იცვლება, არამედ იცვლება მასშტაბები გაიძვერობისა და აფიორისა."

Print

სტატიის გამოყენების პირობები