ახალი ამბები
,,ლექსუსი" ძველ ბაზართან ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა (PHOTO)
ქალაქ გორში, გურამიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთაზე, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები.

,,ლექსუსი" კომბინატის მიმართულებით მოძრაობდა. შეჯახება იუსტიციის სახლის წინ, შადრევანთან მოხდა.

ავტომანქანის მძღოლს ტერიტორია არ მიუტოვებია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
















Print

სტატიის გამოყენების პირობები