ახალი ამბები
ილია მეორემ მეუფე ისაია თავდადებული მსახურებისთვის დააჯილდოვა
საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ნიქოზისა და ცხინვალის მიტრიპოლიტი ისაია, თავდადებული მსახურებისთვის სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სკუფია — წვეტიანი, რბილი, შავი ან იისფერი ნაკეცებიანი ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც თეთრი, ასევე შავი სამღვდელოების მსახურნი. ნაკეცები გამოსახავს ჯვარს მღვდელმსახურის თავზე. თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, ჯილდოს სახით ეძლევათ იისფერი საღვთიმსახურო სკუფია (თუმცა, ღვთისმსახურების გარკვეულ პერიოდში, უნდა მოიხსნან იგი) მეორე ჯილდოდ საგვერდულის შემდეგ.

მღვდელმთავრის შესამოსელია - ოლარი, სარტყელი, ენქერი, საბუხრეები, ბისონი, ომოფორი, ჯვარი, პანაღეა, მიტრა, კვერთხი;

მთავარეპისკოპოსს კუნკულ-ბარტყულზე თვლებიანი ჯვრის ტარების უფლება ეძლევა, მიტროპოლიტს - კუნკულ-ბარტყულზე და მიტრაზე ედგმება ჯვარი. იგი შეიძლება დაჯილდოვდეს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარებით (უმაღლესი ჯილდოთი).

ილია მეორემ საკვირაო წირვაზე მრევლს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მქადაგებელი. სიყვარული ეს არის საფუძველი ადამიანის არსებობისა. მის გარეშე იგი იცოცხლებს. გფარავდეთ ლოცვები წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა. დალოცვილი და გახარებული იყავით. სიყვარული სუფევდეს თქვენს გულში, გონებაში და მთელს მსოფლიოში“.

პატრარქმა დღეს შემდეგი გავრები დალოცა: კედელაშვილები, ნოდიები და ბაშარულები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები