ახალი ამბები
მტკვრის დონე სასიგნალო ნიშნულს გადასცდა
დღეს, მდინარე მტკვრის დონე სასიგნალო ნიშნულს გადასცდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მტკვრის დონე თბილისთან სიახლოვეს 366 სმ-მდეა მომატებული. გუშინ იყო 242 სმ.

სასიგნალო ნიშნული კი, 350 სმ-ია.

სააგენტოს ცნობით, ჯერ-ჯერობით, არსებული სიტუაცია საშიში არაა.

საშიში ნიშნული 600 სმ-ია.

იხ. შკალა, 21 მაისი, 2017





Print

სტატიის გამოყენების პირობები