ახალი ამბები
,,წმინდაწყალი" 80 წლის წინ - ამჟამინდელი ბიზნესუბნის უნიკალური ფოტო
ფოტო, რომელიც გორის მოქალაქეს, ზურაბ ჯოხაძემ აღმოაჩინა, 1937 წლით თარიღდება.

80 წლის წინ გადაღებულ ფოტოზე ჩანს ე.წ. წმინდაწყლის უბანი, რომელიც იმჟამად დაუსახლებელი იყო.

სურათი გორის ციხიდანაა გადაღებული.

დღეს ეს უბანი ბიზნესცენტრს წარმოადგენს, სადაც მდებარეობს რამდენიმე აგრარული ბაზარი, სუპერმარკეტი, ასევე, საცხოვრებელი სახლები და კორპუსები, წისქვილ-კომბინატის ქარხანა და ა.შ.

აღნიშნულ უბანში, ბოლო სამი წელია, ახალ-ახალი კომერციული ობიექტები შენდება.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქალაქ გორში სულ 50 395 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან, წმინდაწყლის დასახლებაში მე-15, მე-16; მე-17 და მე-18 საარჩევნო უბნებია.

ჯამში აღნიშნულ უბნებში 5023 ამომრჩეველია რეგისტირებული.






Print

სტატიის გამოყენების პირობები