ახალი ამბები
გუბერნატორმა და მარშალმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი
შიდა ქართლისა და პომორსკის რეგიონების ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მემორანდუმს ხელი გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და პომორსკის რეგიონის მარშალმა მიაჩისლავ სტრუკმა მოაწერეს.

შეხვედრას ქალაქ გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიშვილიც ესწრებოდნენ.

უცხოელი სტუმრები გორში საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან და ადგილობრივ ხელისუფლებას ფონდების მოძიების მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

მემორანდუმის ფარგლებში პოლონეთის მხარე მზად არის საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება თვითმართველობის საკითხთან დაკავშირებით.

მემორანდუმი, ასევე სამომავლოდ გაცვლით სასწავლო ვიზიტებს, კულტურული და შემოქმედებითი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

შიდა ქართლის რწმუნებულმა – გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში უკრაინის, პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლობას უმსაპინძლა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები