ახალი ამბები
26 მაისს ქალაქ გორის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 26 მაისს, ქალაქ გორის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, კონცერტი სტალინის გამზირზე, მთავარ მოედანზე ჩატარდება.

ჯერ-ჯერობით, ღონისძიების მონაწილეების ვინაობა უცნობია.

კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება. სცენის მონტაჟს, სავარაუდოდ, 25 მაისს დაიწყებენ.

ჯამში, კონცერტის გამართვა 38 ათას 200 ლარი დაჯდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები