ქალაქ გორში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი კორპუსის პირველ
სადარბაზოში ლიფტს შეაკეთებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.
მერიის წარმომადგენლის ცნობით, სამგზავრო ლიფტი დაზიანებულია და
რეაბილიტაციას საჭიროებს.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტს განცხადებით არაერთხელ
მიმართეს.
,,ამ ეტაპზე თანხა გამოყოფილია 8 ათასი ლარის ოდენობით" - ამბობენ
მერიაში.
ტემდერში მონაწილეობა კომპანია ,,სერვის ჯგუფი 21-ე"-მ მიიღო. მერიაში
ირწმუნებიან, რომ სამუშაოები ივნისში დაიწყება.
სტატიის გამოყენების პირობები