ახალი ამბები
სუქანაანთ უბნის საფეხმავლო-სამანქანე ხიდს მოაჯირს გაუკეთებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სუქანაანთ უბანში საფეხმავლო ხიდი დაზიანებულია.

ამის გამო, მდინარეზე გადასვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახიფათოა.

ხიდი რამდენჯერმე შერემონტდა, თუმცა, მოაჯირების გარეშე.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, 13 500 ლარია გამოყოფილი.

შეიცვლება კონსტრუქცია და გაკეთდება მოაჯირები - აცხადებენ გამგეობაში. 

მუნიციპალიტეტი სამუშაოების წარმოებას ივნისში გეგმავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები