საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შიდა
ქართლში:
► გორი
● 12:00 საათიდან დღის განმავლობაში ქ. გორის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული შენობის წინ მოეწყობა საბრძოლო ტექნიკის
გამოფენა.
● 12:00 საათი – ფერწერული და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
● 12:00 საათი – ფოლკლორული კონცერტი ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის
ანსამბლი „გორის“ მონაწილეობით.
● 12:00 საათი – ევროინტეგრაციის სამინისტრო - უვიზო მიმოსვლის
სიმულაციური სივრცე, წესების გაცნობა; საბავშვო გასართობი სივრცე.
● 12:30 საათი – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
● 14:00 საათი – სამეჯლისო ცეკვების და საესტრადო სიმღერის
კონცერტი.
● 17:00 საათი – ცოცხალი ბენდების კონცერტი (გორის გიორგი ერისთავის
სახელობის თეატრის წინ) მონაწილეობენ: ქ. გორის მუნიციპალიტეტის
მერიის ანსამბლი „გორი“ და სიმღერისა და ცეკვის ცენტრი „იბერია“.
● 19:00 საათი – გაიმართება გალა კონცერტი, რომელიც დასრულდება
ფეიერვერკით. მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, თაკო
გაჩეჩილაძე, გიორგი ნადიბაიძე, ელენე ფოჩხუა, ოთო ნემსაძე, დავით
შანიძე და ჯგუფი კანუდოსი.
► კასპი
● 11:00 საათი - ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ბიუსტის
გვირგვინით შემკობა
● 11:00 საათი – მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სულის
მოსახსენიებელი პანაშვიდი.
● 11:20 საათი – გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.
● 11:30 – 12:30 საათი – ასფალტზე ხატვა „ჩემი საქართველო“
● 12:00 საათი – შეჯიბრი მინი ფეხბურთში
● 12:00 – 14:00 საათი – შეჯიბრი ჭადრაკში
● 12:00 – 14:00 საათი – დასკვნითი კონცერტი გიორგი სააკაძის
სახელობის სკვერში. ღონისძება დასრულდება ფოიერვერკით.
► ქარელი
● 11:00 საათი – შინმოუსვლელთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.
● 11:30 საათი – შინმოუსვლელთა მემორიალის მიმდებარედ ადგილობრივი
შემსრულებლების მონაწილეობით ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების
კონცერტი.
● 13:00 საათი – კულტურის სახლიში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური
ფილმი
► ხაშური
● 11:00 საათი – დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა– პანსიონის
დარბაზი. ძიუდო – რამაზ ხარშილაძის სახელობის ტურნირი
● 13:00 საათი – საზეიმო მსვლელობა (ეროვნული სამოსით), კულტურის
ცენტრების გაერთიანება (თოჯინების თეატრი), დიმიტრი ყიფიანის
სახელობის მოედანი – კულტურისა და დასვენების პარკი.
● 14:00 საათი – კულტურისა და დასვენების პარკი, რაიონის პირველობა
ჭადრაკში ვეტერანთა შორის.
● 15:00 საათი – კულტურისა და დასვენების პარკი – გამოფენები,
იმპროვიზირებული წარმოდგენები, საზეიმო გალა–კონცერტი ადგილობრივი
შემსრულებლების მონაწილეობით. ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან
წარმატებული ანსამბლები, მომღერლები, სპორტსმენები, მწვრთნელები.
● 19:00 საათი – მოწვეული ჯგუფი The Pulse – სოლო კონცერტი კულტურისა
და დასვენების პარკი. ღონისძება დასრულდება ფეიერვერკით.
სტატიის გამოყენების პირობები