ახალი ამბები
მოქალაქემ ჯერ ვენები გადაიჭრა, ერთი კვირის მერე საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა
დღეს, დილით, გორმედის საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან, მამაკაცი გადახტა.

ასფალტზე დაცემისას იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, პაციენტი პალატაში ოთხი დღის  წინ დააწვინეს და სახლში დღეს უნდა გაწერილიყო.

ექიმის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მოქალაქეს ონკო-დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

,,აღნიშნულმა პიროვნებამ ვენები გადაიჭრა და სისხლისგან თითქმის მთლიანად დაცლილი იყო." - გვითხრეს საავადმყოფოში.

ექიმების თქმით, პაციენტი გამოჯანმრთელდა და დროული სამედიცინო დახმარების წყალობით გადარჩა.

თავდაპირველი ვერსიით, მოქალაქემ ასეთი ქმედება, სწორედ, ონკო-დიაგნოზის გაგების შემდეგ, ჩაიდინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები