ახალი ამბები
მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებული პაციენტი სიკვდილის გამომწვევ მედიკამენტებს ითხოვდა
პაციენტი, რომელიც დღეს, გორმედის საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადახტა, მეოთხე სტადიის სიმსივნით იყო დაავადებული.

პალატაში ყოფნის პერიოდში, ექიმებს იმ პრეპარატებს სთხოვდა, რომელიც მის გარდაცვალებას გამოიწვევდა.

საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის თქმით, პაციენტს ონკო-ლაბირული დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

,,სამი დღის განმავლობაში პაციენტს უტარდებოდა მკურნალობის კურსი და დღეს დილით გაწერილი იქნა ბინაზე. ოჯახის წევრები პაციენტის სახლში წასაყვანად ტრანსპორტირების საკითხს აგვარებდნენ, ამ დროსაც მოხდა ეს საშინელი ფაქტი, პაციენტმა პალატის სარკმელი გამოაღო და გადახტა. მომხდარი ამბის დროს პალატაში იმყოფებოდა გარდაცვლილის მეუღლე და საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი.“ - ამბობს მერაბ მაისურაძე.

ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილმა მამაკაცმა 4 დღის უკან საკუთარ საცხოვრებელ ბინაშიც სცადა თავის მოკვლა და ვენები გადაიჭრა.

,,ოთხი დღის უკან აწ გარდაცვლილმა გაიგო, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა და ამის გამო ვენები გადაიჭრა. ძლიერი სისხლდენით ოჯახის წევრებმა გადაიყვანეს გორმედის კლინიკაში, სადაც ჩაუტარეს შესაბამისი მკურნალობა. დღეს დილით კი ასე დაასრულა სიცოცხლე" - ამბობს ოჯახის ახლობელი.







Print

სტატიის გამოყენების პირობები