ახალი ამბები
გენდერული საუბრები სოფელ მერეთში
გენდერული თანასწორობა და ნაადრევი ქორწინება იყო მერეთის საჯარო სკოლაში გამართული დისკუსიის თემა, რომელმაც უფროსკლასელების დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრას, რომელიც ა/ო „ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის“ და საქართველოს ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გამართეს, 50-მდე მოზარდი და მათი მასწავლებლები ესწრებოდნენ.

,,შევეცადეთ მოსწავლეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია გენდერულ თანასწორობასთან და ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებული დაინტერესება ადრეული ქორწინების თემამ გამოიწვია, რომელიც ამ ასაკის მოზარდებში საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ მათ განვუმარტეთ საკანონმდებლო ცვლილებები, სასჯელის ზომები და ვესაუბრეთ ნაადრევი ქორწინების შედეგებზე. შემდეგ ვისაუბრეთ ნაადრევი ქორწინების კავშირზე გენდერულ თანასწორობასთან და გავაცანით ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება, გენდერული უთანასწორობის მიზეზები და შედეგები. ის საკითხებია, რომლის შესახებაც მოსწავლეები ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულნი“, აღნიშნა საიას გორის ოფისის იურისტმა მაიკო გრძელიშვილმა.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ა/ო ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, გორის გენდერის მედიაცენტრი და საიას გორის ოფისი.

გენდერულ დისკუსიებს გორის გენდერის მედიაცენტრი ხშირად მართავს მოზარდებთან, პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთან. შეხვედრების მიზანი ცნობიერების ამაღლებაა გენდერული თანასწორობის კუთხით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები