ახალი ამბები
დღესასწაულის სხვა მხარე - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუჩაში
კეთილმოწყობის სამსახურში 50-მდე ადამიანი იმისთვის მუშაობს, რომ ყოველ დილით გორის ქუჩები მოქალაქეებს ნარჩენებისგან გასუთავებული დაახვედროს.

ქალები ცოცხებით ხელში ასფალტის დაგვას ღამის სამი საათიდან იწყებენ.

პირველი მეეზოვეები სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ჩნდებიან. შემდეგ თანდათან სხვადასხვა ადგილებზე ნაწილდებიან.

საბოლოო ჯამში, ყველა ქუჩა მაინც ვერ სუფთავდება. 300-ლარიანი ხელფასის მქონე ქალები სამუშაოს დილის 7-8 საათზე ასრულებენ.

სადღესასწაულო დღეებში მათი შრომა ორმაგდება. მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ ასეთ დროს ქუჩაში ყველანაირი ნარჩენის დაყრა შეიძლება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები