ახალი ამბები
ბოშურელ ბავშვებს სკოლამდელი განათლების მისაღებად მზაობის ცენტრი გაუხსნეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა.

დაწესებულება ბავშვებს სკოლისთვის მოამზადებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცენტრს, დღეს, ინვენტარი, საკანცელარიო ნივთები და თვალსაჩინოებები გორის მუნიციპალიტეტის გამგეელმა და სააგენტოს დირექტორმა გადასცეს.

სკოლამდელ განათლებას სოფელ ბოშურის და მიმდებარე სოფლების აღსაზრდელები მიიღებენ. ამჟამად ცენტრს 15 აღსაზრდელი ჰყავს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები