ახალი ამბები
,,ენმედიცინის" ექიმებმა ქარელელებს უფასო გამოკვლევები გამგეობის შენობაში ჩაუტარეს
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით, კლინიკა „ენმედიცინი“-ს ექიმები ჩავიდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ადგილობრივებისთვის უფასო აქცია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, გაიმართა.

,,პაციენტებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ანგიოლოგის მომსახურებით." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

გამგეობის წარმომადგენლების ცნობთ, ექიმები 163 ბენეფიციარს მოემსახურნენ, რომელთაც კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები