ახალი ამბები
მთვრალი მძღოლი ევროკავშირის ოფისის ჭიშკართან ბოძს დაეჯახა (PHOTO)
ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჭიშკართან მოხდა.

მსუბუქმა ავტომანქანამ გზის სავალი ნაწილი მოხვევისას გადაკვეთა და სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

ის, ქვეითთა გადასასვლელის აღმნიშვნელმა, ბანერმა შეაკავა.

რკინის ინსტრუქცია ბოლომდეა გადატეხილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავტომანქანის მფლობელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დაჯარიმდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, პირი დაჯარიმდა 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

ეს კი ითვალისწინებს:

,,სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლურ, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემას ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირისათვის, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება; გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ეს მუხლი არ გამოიყენება იმ პირზე, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით.






Print

სტატიის გამოყენების პირობები