ახალი ამბები
ხაშურის გარეუბანში ლიტველები მეგობრობის ბაღს გააშენებენ
ხაშურში, აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, ლიტვის სახელმწიფოს დახმარებით, დასასვენებელი პარკი გაკეთდება.

ამის თაობაზე პროექტის პრეზენტაცია ადგილზე გაიმართა.

ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი ამბობს, რომ ახალი სკვერი ლიტველი მეგობრების ერთგვარი საჩუქარი იქნება ქალაქ ხაშურის მოსახლეობისთვის.

რეკრეაციული ზონის მოწყობას ლიტველი არქიტექტორი უხელმძღვანელებს.

არქიტექტორმა მოსახლეობას რეკარეაციული ზონის პროექტის დეტალები გააცნო და მათს შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. შეხვედრა ლიტვის საელჩოს მიერ მოწყობილი პიკნიკით დასრულდა.

ახალი რეკრეაციული ზონა (დასასვენებელი პარკი), მომავალი წლისთვის გაიხსნება და ორი ქვეყნის - ლიტვისა და საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო წელს მიეძღვნება.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები