ახალი ამბები
ზედაველაზე სავარაუდოდ ლეიშმანიოზით დაავადებულ პატარა ძაღლს დახმარება ჭირდება
დოესის გზაზე, გორიდან 10 კმ მანძილზე,  ლეიშმანიოზით, სავარაუდოდ, დაავადებული პატარა ძაღლი ნახეს.

ამის შესახებ ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დღეს დილით მიაწოდეს.

გამვლელმა დაინახა, რომ პატარა ცხოველი შუა გზაზე იწვა და წამოდგომისას გადაადგილება უჭირდა.

მეზობელ სოფელში მაწონი უყიდა, მანქანით მიუტანა და აჭამა.

პატარა ძაღლს ცხოველთა დამცველების დახმარება და მკურნალობა ჭირდება.

ლეიშმანიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს ცხოველის შიდა უჯრედებში პარაზიტის Leishmania-ს გავრეცელებას და ის დაავადებული კოღოს ნაკბენით გადადის.

,,აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ეს დაავადება შესაძლოა ცხოველისგან ადამიანზეც გადავიდეს. დაავადებული ძაღლის მკურნალობის კურსი დაახლოებით 10-დან 30 დღემდე გრძელდება."- აცხადებენ ცხოველთა დამცველები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები