ახალი ამბები
კომბინატის ბენზინგასამართ სადგურზე 20-მდე პოლიციელი ვიდეოჩანაწერებს ამოწმებს
სამი პიკაპი, ორი ეკიპაჟი პატრული, სამმართველოს ხელმძღვანელი პირები და კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები, მოულოდნელად, კომბინატში არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე მივიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, არანაირ დანაშაულთან გვაქვს ადგილი.

,,უბრალოდ, მოქალაქესთან მიმდინარეობს გასაუბრება" - ამბობს შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

ობიექტის გვერდით მდებარე მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ პოლიციელთა მანქანები ეზოში მოულოდნელად შეცვივდა.

,,რა ვიცი, მოცვივდნენ უცბად ეს პოლიციელები და შევარდნენ კალონკის ოთახში" - ამბობენ თვითმხილველები.

ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციის ოთახში შესვლისას ვნახეთ, რომ პოლიციელთა ჯგუფი, კერძოდ, 10-მდე პიროვნება ვიდეოთვალის ჩანაწერებს ამოწმებდა.

ოთახის გარეთ კი, შემოწმების შედეგებს, ამდენივე პოლიციელი ელოდებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები