ახალი ამბები
მინდორში ოჯახისგან მიტოვებული ძაღლი სამკურნალოდ თავშესაფარში გადაიყვანეს
ყურებდაჭრილი პატარა ძაღლი იმ ტომარას არ შორდებოდა, რომლითაც, ის მინდორში დატოვეს.

გორის თავშესაფრის დირექტორმა თამარ აფციაურმა სამკურნალოდ დაწესებულებაში გადაიყვანა.

,,ვიზუალური დათვალიერებით, ჩანს, რომ ძაღლი დემოდეკოზითაა დაავადებული"  - ამბობს თამარ აფციაური.

ძაღლს ტომარაზე ეძინა და, სავარაუდოდ, ორი დღეა ტერიტორიას არ მოცილებია.

თავშესაფრის ვეტერინარმა ნემსი უკვე გაუკეთა და საკვებიც აჭამა.

ძაღლის ფოტო დღეს დილით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა.

კანზე გაჩენილი დაავადების მიხედვით, სავარაუდოდ, ლეიშმანიოზის ნიშნებად ჩათვალეს.

,,ეს ძაღლი აშკარად სახლიდანაა წამოყვანილი და მინდორში დატოვებული. ყურები აქვს დაჭრილი. ვუმკურნალებთ  და გამოჯანმრთელდება" - ამბობს აფციაური.

იგი იმედოვნებს, რომ პატრონი ნახავს ამ ამბავს ინტერნეტში.














Print

სტატიის გამოყენების პირობები