ახალი ამბები
გურამ დოჩანაშვილი ხაშურში სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა მიიწვიეს
მწერალი გურამ დოჩანაშვილი ხაშურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს შეხვდა.

ლიტერატურული საღამოს გამართვამდე, მწერალმა და მოსწავლეებმა, შენობის წინ, საერთო ნერგი დარგეს.

საზოგადო მოღვაწესთან და კლასიკოს მწერალთან გამართულ შეხვედრას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონიც ესწრებოდა.

დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში, სადაც ადგილობრივი კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მწერლის საპატივსაცემოდ კონცერტი გაიმართა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები