ახალი ამბები
ქარელის დასუფთავების სამსახურს ,,კამაზის" ტიპის ნაგავმზიდი დაუზიანდა
ქარელში, ნაგავსაყრელზე, ნაგვის დაცლის დროს,  სპეცმანქანა ,,ნაგავმზიდი" დაზიანდა.

ამის გამო, 2017 წლის 15 მაისიდან დღემდე, რამდენიმე სოფლიდან მყარი ნარჩენების გატანა შეცვლილი გრაფიკით ხორციელდება.

კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მანქანების დაზიანებას სამუშაოების მოცულობა და ტექნიკის სიმწირე იწვევს.

,,დაზიანებულია სატვირთო ავტომობილი კამაზი, რომელიც 2015 წლის გამოშვებაა, ასევე, დაზიანდა 1999 წლის გამოშვების ამწე კალათა" - სწერს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზვიად იმერლიშვილი გამგებელს.

მისი თქმით, ორივე ტექნიკა 15-16 მაისს გამოვიდა მწყობრიდან. ამწე-კალათა გარეგანათების სამუშაოებისას ,,ჰაერში გაჩერდა".

ოფიციალური ცნობით, ქალაქ ქარელს, დაბა აგარას და 35 სოფელს სულ 8 ნაგავმზიდი (მათ შორის ძველი ) ემსახურება. 

რაც შეეხება ამწე-კალათებს, კეთილმოწყობის სამსახურში ორი ასეთი ტექნიკა ჰყავთ. ამწე-კალათები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3 617 ცალ გარეგანათების ბოძს ემსახურება.

,,ვინაიდან სპეცტექნიკის რაოდენობა ცოტაა, ამან ნაგავმზიდზე მაღლი წნევის სპეცშტოკისა და დაბალი წნევის ამწოვი შტოკების დაზიანება გამოიწვია, ხოლო ამწე კალათზე გადაცემათა კოლოფი და დიფერი დაზიანდა." - აცხადებს ზვიად იმერლიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები