ახალი ამბები
ბავშვები გამყოფ ხაზთან და დასასვენებელი ქოხი პანტიანში (VIDEO/PHOTO)
გიორგი ფოლადაშვილი 12 წლისაა. ის ერთადერთი ვაჟი მოსწავლეა, რომელიც სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში პანტიანიდან დადის.

ამავე სკოლაში, საკორინთლოდან, კიდევ, ორი გოგონა დადის. სოფელი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს კასპის რაიონში.

გიორგის თანატოლი კახა ქერდიყოშვილი, ამჟამად, რუსთავში ცხოვრობს. მშობლიურ სოფელში, მხოლოდ, დასვენეების დღეებსა და არდადეგების დროს მიდის.

მეგობრებმა სოფლის განაპირას ქოხის აგება გადაწყვიტეს. მწყემსებს და გამვლელებს თავშესაფარი ექნებათო. ,,ზაფხულში სიცხეს შეეფარებიან, უამინდობისას კიდევ წვიმას" - გვითხრეს მათ.

პირველ ჯერზე არ გამოუვიდათ და თითქმის აწყობილი ქოხი დაეშალათ. დაშლილი ტოტებისგან მცირე ზომის თავშესაფარი გააკეთეს და წნელის ფოთლებიც გადააფარეს.

,,სტადიონი კი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთის სათამაშოდ სამთავისში მივდივარ, საფეხბურთო სკოლაში. იქ ვთამაშობ ფეხბურთს.'' - ამბობს გიორგი.



სოფელში დასასვენებლად ჩასულ კახას, მოხუცების დახმარება უწევს:

,,ძირითადად, ასაკიანი ხალხი ცხოვრობს სოფელში, ვეხმარები თივის მოგროვებაში, ნაკვეთში მუშაობაში. ხანდახამ ჩვენც ვთიბავთ ხოლმე" - გვითხრა კახამ.

მათ უკან სხვილოს ციხეა, რომელიც თავადი ამილახვრების რეზიდენცია იყო ქვემო ჭალაში გადასვლამდე. სხვილოს ციხის იქით ტერიტორიას რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ.

,,ჩვენ სოფელს მტერი რომ შემოესია, ხალხი სხვილოში გამაგრდა. ალყაში მოაქციეს. მტერს ეგონა, რომ უწყლოდ დაიხოცებიანო, მაგრამ იქიდან თევზები გადმოუყარეს მტრებს და დასცინეს. დიდხანს ვეღარ გაჩერდნენ შემოსეულები და უკან გაბრუნდნენ'' - საქართველოს ისტორიაში ცნობილი ეს ფაქტი დეტალურად მოგვიყვა გიორგიმ.

ბავშვებს სოფლის მოუწესრიგებელი გზა აწუხებს, ასევე, სურთ რომ ყველა ქუჩა განათებული იყო.



ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები