ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელი ღამით განათდება
გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ელექტრობოძებზე ნათურებს დააყენებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, შუქდიოდურ ნათურებს, ძირითადად, იმ სოფლებში დაამონტაჟებენ, სადაც გარეგანათება, ამ დრომდე, არ ყოფილა.

ეს სოფლებია: ახალხიზა, ერგნეთი, ზემო ნიქოზი, კირბალი, უფლისციხე, ფლავი და ღვარებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები.

ჯამში, სამუშაოს ღირებულება 270 000 ლარია.

კომპანია, ივნისის შუა რიცხვებში, აიღებს ვალდებულებას, რომ ზემოჩამოთვლილ სოფლებში მუშაობა 70 დღეში დაამთავროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები