ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის მიმდებარედ, მოქალაქე გ.კ-მ,
მდინარე მტკვრის კალაპოტიდან, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე,
სასარგებლო წიაღისეული - ქვიშა-ხრეში მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან
აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი.
რეიდი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის
რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და
სწრაფი რეაგირებს განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.
სტატიის გამოყენების პირობები