ახალი ამბები
ფერმერი ქალები ,,ქართული მიწის დასაცავად" პეტიციას განიხილავენ
გორის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნების მსურველ ფერმერ ქალებს დაეხმარებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფერმერ ქალთა ასოციაციიდან აცნობეს.

ასოციაციაციის წარმომადგენლის ცნობით, UNDP-ის მხარდაჭერით, 5 ივნისს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

,,შეხვედრის დროს განიხილება ფერმერ ქალთა ასოციაციის მიერ მომზადებული პეტიცია ,,ქართული მიწის დასაცავად", რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან სპეციალურ ჩანაწერს ეხება" - აღნიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ფერმერ ქალთა ასოციაციის განსაკუთრებული ინტერესია, ხელი შეუწყოს მეტი ქალის ჩართულობას ფერმერულ მეურნეობებში და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ამიტომ

პროექტის ფარგლებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნების მსურველი ფერმერი ქალების გამოვლენა და მათი მხარდაჭერის შემდეგი ეტაპების დაგეგმაც მოხდება.

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

Print

სტატიის გამოყენების პირობები