ახალი ამბები
მიმდინარე წლის 5 თვეში ცხინვალიდან თბილისის კლინიკებში 120 პაციენტი გადაიყვანეს
2017 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით, ცხინვალიდან თბილისის კლინიკებში 120 პაციენტი გადაიყვანეს.

ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის მედიის ცნობით, გასულ წელს, ასეთი პაციენტების რიცხვი ჯამში სულ 200 იყო. 

საქართველოს დედაქალაქში პაციენტების გადაყვანას ცხინვალიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს.

წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელის ფარუხ ისლომოვის განცხადებით, საბუთების მომზადებას 4 დღე ჭირდება, ხოლო, ექსტრემალურ სიტუაციაში 4 საათი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები