ახალი ამბები
სოფელ ზერტში გაზიფიცირების სამუშაოებისას აკლდამის ტიპის სამარხები იპოვეს
ჯერ-ჯერობით უცნობია სამარხების წარმოშობის ისტორია.

ადგილობრივებს, ამ ადგილებზე, მანამდე რაიმე საფლავების ან ისტორიული სამარხების არსებობის შესახებ, არაფერი ახსოვთ.

ორი მცირე აკლდამა ტარქტორმა, მიწის გათხრის დროს, უკვე დააზიანა.

ერთ-ერთ სამარხში ორი ადამიანის ძვლის ნაწილები ჩანს. ერთი შედარებით მცირე ზომისაა.

,,სოკარ ჯორჯიას" დაქირავებულმა მუშებმა სამარხები დღეს საღამოს აღმოაჩინეს.

,,აგე ეს სკოლა რომ შენდებოდა კომუნისტების დროს, თიხის ჭურჭლები ამოდიოდა მაშინ. აშკარად, უძველეს ნამოსახლთან ან სხვა რაიმესთან გვაქვს ადგილი" - ამბობს ადგილობრივი.

მცირე ზომის აკლდამები ზერტში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნახეს.

სოფელ ზერტში, დღეს, საღამოს, მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილიც იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა ღონისძიებებს გაატარებს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

აკლდამა (ძვ. ებრ. aqeldam, „სისხლის ველი“) — მიცვალებულის განსასვენებელი ნაგებობა. ზოგჯერ ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული. დაახლოებით იგივეა, რაც ძველი ქართული სამარხი.

აკლდამაში მარხავდნენ ერთი საგვარეულოს წარმომადგენლებს.









Print

სტატიის გამოყენების პირობები