ახალი ამბები
ანტიკურ ქალაქში მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა უკვე 75 ათასს გადასცდა
2017 წლის 5 თვის მანძილზე უფლისციხეს, უკვე, 75 134 ტურისტი ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია.

შარშან, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან ივნისამდე, ანტიკურ ქალაქში 43 348 ვიზიტორი იმყოფებოდა.

2017 წლის დინამიკა ასეთია:

იანვარი - 4 961;
თებერვალი - 4 526;
მარტი - 14 708;
აპრილი - 17 821;
მაისი - 33 118.
სულ 75 134

მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, ვიზიტორების უმრავლესობა უცხოეთის მოქალაქეა.

,,მაისის პერიოდში ვერ ვიტყვით, რომ უცხოელები ჭარბობენ, რადგან სკოლის მოსწავლეების რაოდენობა იზრდება. სხვა პერიოდში, თითქმის, ყველა ქვეყნიდან მოდიან. მიმდინარე წელს, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები აქტიურობენ. შარშან, მაგალითად, რუსეთის შემდეგ, ისრაელის მოქალაქეები ლიდერობდნენ. წელს ისრაელი ირანმა ჩაანაცვლა" - ამბობს მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დინა ნასყიდაშვილი.






ადგილობრივი მკვიდრის, შოთიკო სადაღაშვილის ფოტო



ადგილობრივი მკვიდრის, შოთიკო სადაღაშვილის ფოტო



ადგილობრივი მკვიდრის, შოთიკო სადაღაშვილის ფოტო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები