ახალი ამბები
ხურვალეთელები მთავრობის წინააღმდეგ აქციის გამართვას მავთულხლართებთან გეგმავს
ადგილობრივების თქმით, სოფლის ცენტრიდან სკოლის შენობამდე, მანძილი დაახლოებით 800 მ-ია.

ისინი აღნიშნული მონაკვეთის შეკეთებას ითხოვენ, რადგან სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს, შიდა გზები გაუვალი გახდა, განსაკუთრებით, ნალექის დროს.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კი, აცხადებენ, რომ მითითებული გზის სიგრძე 400 მ-ია, რომლის შეკეთებას დამატებითი თანხები ჭირდება და საკუთარი სახსრებით ბოლომდე ასფალტს ვერ დააგებენ.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ი, ავტობანიდან ხურვალეთამდე გზის საფარს, 1 მლნ 855 000 ლარად აკეთებს.

ტენდერში საწყისი ფასი  2 მლნ 210 ათასი ლარი იყო.

კომპანიამ ტენდერის მოსაგებად 355 000 ლარით ნაკლები მიუთითა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თუკი 5 კმ-იანი მონაკვეთი, 2 მლნ 210 000 ლარად იყო შეფასებული, ერთი კილომეტრის შეკეთება, საშუალოდ, 442 000 ლარად იყო გაანგარიშებული.

სწორედ, ამიტომ, ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ კომპანიასა და გამგეობას შორის გარიგება მოხდა.

,,გამგეობას თავიდანვე უნდა ეფიქრა პროექტში შიდა ცენტრალური გზის მოასფალტებაც, რადგან გაწამებულები ვართ" - აცხადებენ ისინი.

რის ხარჯზე შეამცირა ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო ნომერ პირველმა" საწყისი ფასი კოლოსალურად, ამაზე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პასუხი გამგეობიდან ჯერ არ აქვს.

იყო თუ არა პროექტში შეცდომა დაშვებული? ხარჯები გაბერილი? რამ გამოიწვია ტენდერში კომპანიის მხრიდან, პროექტთან შედარებით, საკმაოდ დაბალი ფასის მითითება?

ამის შესახებ პასუხები მოსახლეობასაც არა აქვს. ისინი თვლიან, რომ წინასაარჩევნო დაპირება დაპირებად დარჩა.

ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი


Print

სტატიის გამოყენების პირობები