ახალი ამბები
თვითნასწავლი მხატვრის დასახმარებლად კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა
თვითნასწავლი მხატვრის, რევაზ მექვაბიშვილის დახმარების მიზნით, საქველმოქმედო საღამო გორის კულტურის ცენტრში გაიმართა.

ცენტრის ფოიეში მხატვრთა შესრულებული ნახატები გამოფინეს, ხოლო, საკონცერტო დარბაზში კონცერტი ჩატარდა.

აქცია შშმ პირებისთვის დაიგეგმა, სადაც მონაწილეობა ოსკარ შინდლერის აკადემიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

აკადემიის ხელმძღვანელის, მაქს მიერ შავიტის ცნობით, ღონისძიებაზე შშმ პირებზე ოპტიმიზირებული,  მხატვარ დიზაინერთა სასწავლო პროგრამა წარადგინეს.

პროფესიით ინჟინერი, მხატვარი რეზო მექვაბიშვილი დაიბადა ქ.გორში, 1958 წლის 12 ოქტომბერს. მან ხატვა დაიწყო 29 წლის ასაკში. მოხატა ფრესკები რამდენიმე ეკლესიაში. 1991 წელს მიღებული აქვს მონაწილეობა რეგიონალურ და რესპუბლიკის თვითნასწავლ მხატვართა გამოფენებში.

1994 წელს რეზოს ხელწერით დაინტრესდა ფრანგულ-იაპონური გალერია პარიზში, სადაც მის ბიძაშვილს, ბადრი მექვაბიშვილს უნდა გაეგზავნა ტოკიოში 40 უნიკალური ტილო, მაგრამ ბადრი მოულოდნელად მოკლეს და რეზოს ნახატების კვალი ამ დრომდე უცნობია.

სწორედ ამ ტრაგედიიდან იწყება მძიმე პერიოდი რეზოს ცხოვრებაში და მხატვრის სინანული გულისხმობს იმ მოვლენებს, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ განვითარდა.

მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ბოლო წლებია, გადაადგილება ინვალიდის ეტლით უწევს. წაერთვა მარჯვენა ხელი და ფეხი, თუმცა 2008 წლიდან დღემდე იგი აქტიურად აგრძელებს ხატვას მარცხენა ხელით. მისი ნახატები მოხვდა საფრანგეთში, იაპონიაში, ინგლისში, ისრაელსა და რუსეთში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები