დღეს, იგოეთთან, გომთან და ზერტის გადასახვევთან მომხდარი ავარიები
მსხვერპლით დასრულდა.
გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავარიის
გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.
ცენტრალურ მაგისტრალზე,იგოეთთან მომხდარ ავარიას 26 წლის ქალი
ემსხვერპლა, ის 9 თვის ფეხმძიმე იყო.
გორის რაიონის სოფელ ზერტის გადასასხვევთან კი, 35 წლის მამაკაცი
დაიღუპა.
სოფელ გომთან, საჩხერის გადასასხვევთან, ავარიას, ორი ადამიანი
ემსხვერპლა.
ავარიებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სტატისტიკა ჯერ-ჯერობით
უცნობია.
2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო
შემთხვევა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით,2016 წელს
რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და დაშავდა 9
951 ადამიანი.
სტატიის გამოყენების პირობები