ახალი ამბები
იწყება კამპანია - მამაკაცები ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაცია  „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ორგანიზებით 2017 წლის 6 ივნისიდან საქართველოში ახალი კამპანია იწყება.

აღნიშნული კამპანია, მიზნად, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციას და, მამაკაცების მხრიდან, ქალი კანდიდატების მხარდაჭერას ისახავს.

პირველი დისკუსია 6 ივნისს, 15:00 საათზე, გორში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოფისში მოქმედ გორის გენდერის მედიაცენტრში გაიმართება.

შეხვედრას გახსნის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორი ჯერომ ლეღო.

შეხვედრას დაესწრებიან სხვადასხვა პროფესიის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენელი მამაკაცები. ისინი მოისმენენ მოკლე მოხსნებებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მამაკაცების როლზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საქმეში, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.

კამპანია იმართება პროექტის „თანასწორობა იგებს’’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები