ახალი ამბები
ფერმერ ქალთა ასოციაცია შიდა ქართლში შეხვედრებს მართავს
ორი დღეა, ფერმერ ქალთა ასოციაციის წარმომადგენლები, შიდა ქართლში, შეხვედრებს მართავენ.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან, აგრეთვე, ფერმერებსა და დამწყებ ფერმერებთან დისკუსია, ჯერ, გორში, შემდეგ კასპში მოეწყო.

ასოციაციის თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა ქართული მიწის დაცვისა და ფერმერ ქალთა ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ, ისაუბრა.

მან, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პრინციპების თაობაზე, პრეზენტაცია მოაწყო.

საინფორმაციო კამპანია, UNDP-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს.

ფერმერ ქალთა ასოციაციის განსაკუთრებული ინტერესია, ხელი შეუწყოს მეტი ქალის ჩართულობას ფერმერულ მეურნეობებში და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ამიტომ პროექტის ფარგლებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნების მსურველი ფერმერი ქალების გამოვლენა და მათი მხარდაჭერის შემდეგი ეტაპების დაგეგმაც ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები