ქალაქ გორის ტერიტორიაზე, 8 ადგილი, 30-წლიანი იჯარით გაიყიდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.
მერიის წარმომადგენლის ცნობით, ჯამში, ბიუჯეტში 22 572 ლარი
შევიდა.
გაყიდული ნაკვეთები, ცალ-ცალკე, დაახლოებით 0,30 კვ.მ ფართობს
შეადგენს და ის ერთმა პირმა შეიძინა.
კონკურსში გამარჯვებულმა სამი თვის მანძილზე, 50 000 ლარიანი საბანკო
გარანტიის ფურცელი უნდა წარადგინოს.
აუქციონში მონაწილეს უნდა გააჩნდეს სარეკლამო ინდუსტრიაში 2 (ორი)
წლიანი სამუშაო გამოცდილება.
საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 15 დღის განმავლობაში განხორციელდება და
მფლობელის ვინაობა, ამის შემდეგ, გახდება ცნობილი.
პარალელურად, ქალაქის მერიაში ახალი განყოფილება - გარე რეკლამის
განყოფილება შეიქმნა.
დებულების მიხედვით, ახალი განყოფილება, ბილბორდების მდგომარეობას
შეისწავლის.
თავის მხრივ, ადგილების მფლობელებს უფლება აქვთ ტერიტორიები სხვა
პირებზე გააქირავონ, თუმცა, მანამდე, მათ ვალდებულებაში შედის, რომ
შესაბამისი ინფრასტრუქტურა ერთ წელიწადში მოაწყონს.
იხ. ის 8 ადგილი, რომელიც სარეკლამო ბანერებისთვის გაქირავდება.
სტატიის გამოყენების პირობები