ახალი ამბები
ავარია რუისთან - პატრულის დაშავებული თანამშრომელი ჰოსპიტალში გადაიყვანეს
პატრულის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის ჰოსპიტალში განუცხადეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, საღამოს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმავალი მანქანა დაეჯახა.

ამის ამსახველ ვიდეოს ადგილობრივი ტელეკომპანია ,,თრიალეთი" ავრცელებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გვარად დემეტრაშვილი, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანებები არ აღენიშნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები