ახალი ამბები
გორში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ლექცია მოისმინეს
გორში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, საჯარო ლექცია თემაზე: ,,პოლიტიკა, ანტიდასავლური პროპაგანდა და სიძულვილის ენა" გაიმართა.

,,არა ფობიას UN Association of Georgia - UNAG" კამპანიის ფარგლებში შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.

ლექცია-ტრენინგს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე წარუღვა.

საჯარო ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ პირთა ცნობიერების ამაღლება პოლიტიკის, სიძულვილის ენის გამოყენებისა და ქართულ პოლიტიკაზე მისი გავლენის, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ანტიდასავლური პროპაგანდის გავლენის საკითხებთან დაკავშირებით.

ტრენინგი ასევე მოიცავს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის საკითხებს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები