ახალი ამბები
ქალაქ გორში ბუნებრივი აირი ავარიულად რამდენიმე უბანში გაითიშა
,,სოკარ გაზი - გორის" ოფისიდან მომსახურე პერსონალი დაზიანებული კვანძის შესაკეთებლად, უკვე გაეგმზავრა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, კვანძის დაზიანება სუვოროვის ქუჩაზე დაფიქსირდა.

,,ჩვენი ჯგუფი უკვე გადის ადგილზე და დღის განმავლობაში შეაკეთებენ. ვერ გეტყვით, რა დრო დაჭირდება. მოსახლეობას ხმოვანი სიგნალით შეატყობინებენ" - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ბუნებრივი აირი გათიშულია კოსტავას ქუჩაზეც. 

კვანძის დაზიანების მიზეზი ,,სოკარ გაზი - გორის" ოფისში არ იციან.

კომპანიის ადგილობრივი ფილიალის ნომერი (0370) 27-72-67
Print

სტატიის გამოყენების პირობები