ახალი ამბები
გორში ,,კომედიის ფესტივალი" გრძელდება
მეოთხე დღეა, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში ,,კომედიის ფესტივალი" მიმდინარეობს.

დღეს მაყურებლის წინაშე მესხეთისა და ფოთის თეატრის დასები წარსდგებიან.

მარჯანიშვილის, ზუგდიდის, სამეფო და ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრების მსახიობებმა უკვე ითამაშეს.

აფიშის მიხედვით, ორი კვირის განმავლობაში, ფესტივალში მონაწილეობას რეგიონული 7,  დედაქალაქის 7, ასევე, კიევისა და ინდონეზიის თეატრების წარმომადგენლები იღებენ.

დღევანდელი და მომდევნო დღეების აფიშა ასეთია:


07.06 18:00 – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“; მესხეთის თეატრი.

07.06 21:00 – „ბეჩავი“; ფოთის თეატრი.

08.06 18:30 – „დღეები მიქრიან“; კიევის დრამისა და კომედიის თეატრი.

08.06 20:00 – „ნაბუშრები“; სოხუმის თეატრი.

09.06 20:00 – „არ გვიხდიან? არ გადავუხადოთ!“; თუმანიშვილის თეატრი.

10.06 18:00 – „პარადისო“; ჩვენი თეატრი.

10.06 20:00 – „ჭირვეულის მორჯულება“; ერისთავის თეატრი.

11.06 18:00 – „ბოშები“; ოზურგეთის თეატრი.

11.06 21:00 – „ჩეხოვის ღიმილი“; თეატრი რუსთაველის 19.

12.06 18:00 – „ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“; ილიაუნი.

12.06 21:00 – „ვინ ვართ ჩვენ?“; თელავის თეატრი.

13.06 18:00 – „მელოტი მომღერალი ქალი“; ინდონეზიის თეატრი.

13.06 20:00 – „სულიერი არსებები“; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები