ახალი ამბები
წინარეხსა და ახალქალაქში სათემო-საკონსულტაციო ჯგუფი შეარჩიეს
წინარეხსა და ახალქალაქში ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ,,ინფორმირებული მოქალაქე - ძლიერი თვითმმართველობა"-ს პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, წინარეხისა და ახალქალაქის მოსახლეობას პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.

შეხვედრაზე  სათემო - საკონსულტაციო ჯგუფი შეარჩიეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერება ეთიკასა და გამჭვირვალეობაში“, გრანტი მოიპოვა..

ხელშეკრულება 2017 წლის 1 მარტს ქალაქ სტრასბურგში გაფორმდა და ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები