ახალი ამბები
ორი ავარია გორის შესასვლელთან - დაიღუპა 24 წლის მამაკაცი
გორი-კასპის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, წუხელ, ორი ავარია მოხდა.

პირველი ავარიისას, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. 

სახიფათო მოსახვევთან, ერთ-ერთი მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდა, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას, თანაც განმეორებით, გულისხმობს.

ამავე მუხლის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 250 ლარია, 2 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევით.

რაც შეეხება მეორე ავარიას, ის მსხვერპლით დასრულდა.

კერძოდ, შემთხვევის ადგილზე, მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

,,ამ შემთხვევაში მანქანა ამობრუნდა, არავის შეჯახებია და გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.



ფოტოზე: ავტომანქანა სახიფათო მოსასხვევთან, სოფელი ხიდისთავი




ფოტოზე: ავტომანქანა სახიფათო მოსასხვევთან, სოფელი ხიდისთავი


Print

სტატიის გამოყენების პირობები